ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

მონაცემთა ბაზის დეველოპერი
14 October 2021

საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ თბისის ეჯაილ გუნდში ბაზის დეველოპერის პოზიციაზე.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;

·       თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

·       გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;

·       გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);

·       გაქვს ანალიტიკური მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების პროექტირების და შექმნის გამოცდილება;

·       გაქვს ETL პროცესების და პაკეტების აწყობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server Integration Services (SSIS));

·       არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

·       შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

ძირთადი მოვალეობები:

·       ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

·       მონაწილეობას მიიღებ ანალიტიკური მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების პროექტირებაში და შექმნაში;

·       განავითარებ ახალ და არსებულ მონაცემთა ბაზებს, Data mart-ებს, ETL პროცესებს და პაკეტებს;

·       მონაწილეობას მიიღებ ანალიტიკური რეპორტების შექმნასა და განვითარებაში;

·       მხარს დაუჭერ პროგრამული ცვლილებების ტესტირებას;

·       მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში.

უპირატესობად ჩაითვლება:

·       Data Warehouse-ის დეველოპმენტის პრინციპების და კონცეფციების ცოდნა;

·       SQL Server Reporting Services (SSRS)-თან მუშაობის გამოცდილება;

·       SQL Server Analysis Services (SSAS)-თან მუშაობის გამოცდილება;

·       Microsoft Power BI-თან მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

·       ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ იხილეთ აქ.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - მონაცემთა ბაზის დეველოპერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი