ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში დიზაინერი პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· გრაფიკული დიზაინის შექმნა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის;
· პოლიგრაფიული დიზაინის შექმნა და დასაბეჭდად გამზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
· ილუსტრატორის და ფოტოშოპის საფუძვლიანად ცოდნა;
· სასურველია კანდიდატს ქონდეს Motion Design-ის და ვიდეო ედიტინგის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
· მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ორგანიზებულობა;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· 8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე;
· ფიქსირებული ანაზღაურება;
· კარიერული ზრდა;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - დიზაინერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.