საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ელექტრონული კომერციის სტაჟიორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრონული კომერციის დეპარტამენტის სხვადასხვა პოზიციის საქმიანობის შესწავლა;
- სხვადასხვა პოზიციის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, გაყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით), განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
- გამოცდილება ელ-კომერციის, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის გამართული ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
- MS Office-ის ცოდნა (Word, Excel, PowerPoint); სხვა საოფისე ან გრაფიკული პროგრამები ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ტექნიკური ამოცანების დაგეგმვა და მართვის უნარი, შესრულების შედეგების შეფასების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა; პუნქტუალურობა; პასუხისმგებლობა.
- ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 24 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ელექტრონული კომერციის სტაჟიორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.