ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
· კლიენტთან შეხვედრების ორგანიზება და კომუნიკაციის წარმოება;
· მარკეტინგული პროექტების მართვაში მონაწილეობის მიღება;
· KPI-ების შეთანხმება კლიენტთან და მათი კონტროლი;
· გუნდის წევრებთან დავალებების დელეგირება;
· პოსტების შესაბამის არხებში განთავსება;
· პროექტების ხარისხიანად შესრულების კონტროლი;
· არსებული კლიენტის აფსეილი;
· რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
· ციფრული მარკეტინგის ზოგადი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
· ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
· კრეატიულობა და შემოქმედებითი ხედვა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· დროის ეფექტურად მართვა;
· პასუხისმგებლობის გრძნობა;
· სხარტად აზროვნების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებასა და კომპეტენციებზე.
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ექაუნთ მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.