საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ შეფასების სპეციალისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- შესაფასებელი ობიექტის ინსპექტირების დაგეგმა და ვიზუალური დათვალიერება;
- ობიექტის დახასიათება/აღწერის გაკეთება;
- უძრავი და მოძრავი ქონების ბაზრის შესწავლა;
- შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- შეფასების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- სასურველია MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი;
- სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - შეფასების სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 505ა. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.