საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ სადაზღვევო კომპანიაში ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- უზრუნველყოს ოჯახის ექიმის დახმარება ადმინისტრაციულ საკითხებსა და პაციენტის მომსახურების მიმართულებით;
- ჩაწერილი და ჩაუწერელი დაზღვეულების რიგის მართვა;
- ოჯახის ექიმის მიერ მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება;
- ოჯახის ექიმის მითითებით დაზღვეულისთვის მედიკამენტების (მათ შორის, სპეციალისტის მიერ დანიშნულის) გადატანა საგარანტიო ფურცელზე;
- ოჯახის ექიმის მიერ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის და ვიწრო სპეციალისტის კონსულტაციაზე გაცემული მიმართვების გამოწერა;
- ოჯახის ექიმისთვის სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების მოძიება;
- პაციენტის ისტორიისა და კურსუსის უშეცდომო შევსება ოჯახის ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
- ოჯახის ექიმის მითითებით ბიულეტინის გახსნა;
- ოჯახის ექიმის მითითებით პაციენტებთან დაკავშირება დაავადებაზე მეთვალყურეობის მიზნით;
- უკმაყოფილო პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პრეტენზიის დაფიქსირების პროცედურის შესახებ;
- ოჯახის ექიმის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში;
მოთხოვნები:
- უმაღლეს განათლებას მედიცინის მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (MS Office);
- ანალიტიკური აზროვნებას;
- დეტალებზე ორინტირებულობას;
- პასუხისმგებლობის გრძნობას;
- გუნდური მუშაობის უნარს
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა