საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის სპეცილისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
 
ძირითადი მოვალეობები:
- ფამრაცევტული პროდუქციის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოწესრიგება/ წარმოება;
 
- ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
 
- სარეგისტრაციო პროცედურის ფარგლებში დოკუმენტაციის თარგმნის  პროცესის ორგანიზება;
 
- ჯანდაცვის სამინისტროში სარეგისტრციო დოკუმენტაციის ჩაბარება/მიღება;
 
- კომპანიის პოზიციების სარეგისტრაციო ვადების კონტროლი;
 
- შეჩერების წერილების ვადების კონტროლი;
 
- ფარმაცევტული პროდუქციის სერთიფიცირების პროცესში ჩართულობა;
 
- რეგისტრაციისა და ხარისხის მენეჯერისათვის  შესრულებული სამუშაოს შესახებ  ინფორმაციის მიწოდება პერიოდულად.
 
 
ძირითადი მოთხოვნები:
- უამაღლესი განათლება ან სტუდენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან მედიცინის მიმართულებით;
 
- კომპიუტერული MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
 
- ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია).
 
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
 
 
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის სპეცილისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.