ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
· ყოველთვიური მენეჯერული ანგარიშგების მომზადება;
· ბიზნესის საქმიანობის ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება;
· კვარტალური მენეჯერული პროგნოზის მოდელების მომზადება;
· ბიუჯეტის კონტროლი;
· წლიური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა;
· კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
· გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და აუდიტის პროცესების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის განხრით;
· სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წელი ფინანსების /აუდიტის მიმართულებით (სასურველია საერთაშორისო კომპანიაში, საცალო ვაჭრობის სფეროში);
· საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა IAS/IFRS;
· ექსელის ცოდნა მაღალ დონეზე.
სამუშაო პირობები:
· ანაზღაურება: 3000/3500 + ლარი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე;
· სარგებელი - ჯანმრთელობის დაზღვევა;
· ლოკაცია - ალ. თვალჭრელიძის 2, ისთ ფოინთის ადმინისტრაციის ოფისი.
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ფინანსური ანალიტიკოსი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.