საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
 
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
 
- პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას;
 
- კონკურენტულ სამუშაო პირობებს.
 
 
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური მონაცემების ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ფინანსური მოდელების დამუშავება;
 
- ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
 
- არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზების გაკეთება;
 
- საბრუნავი კაპიტალის მონიტორინგი;
 
- ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
 
- ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, კონტროლი და ანალიზი;
 
- სხვადასხვა რეპორტების მომზადება მენეჯმენტისათვის წარსადგენად.
 
 
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის სფეროში;
 
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
 
- ცხრილებთან, მონაცემთა ბაზებთან და ფინანსურ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
 
- კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
 
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.
 
 
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
 
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
 
- გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
 
- დოკუმენტების წარმოების უნარი.
 
 
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი - თბილისი;
 
- სამუშაო განაკვეთი - სრული.
 
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
 
 
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023  წლის 4 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ფინანსური ანალიტიკოსი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.