საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
შპს "ვიტა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (სამედიცინო მიმართულება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მენეჯერულ პოზიციაზე
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
- ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- შედეგებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო სახარჯი მასალებისა და აღჭურვილობის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
- ექიმებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება
- პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოყენების სპეციფიკის დეტალური გაცნობა პოტენციური მომხმარებლებისთვის
- სამედიცინო ბაზრის კვლევა და გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა
- კომპანიის მიზნების და გეგმების მიხედვით გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 17:00 (შაბათ-კვირას დასვენება)
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევან რჩეულიშვილის 5ა
- განაცხადების მიღება: მიმდინარეობს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@heal.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: გაყიდვების მენეჯერი
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: m.urtashvili@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.
გისურვებთ წარმატებას!