საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ბონუსები.
- სამუშაო ატმოსფერო არის დინამიკური და მეგობრული, მაღალი პროფესიული სტანდარტით.
ძირითადი მოვალეობები:
- ბაზრის კვლევა, ახალი სფეროებისა და მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა;
- კომპანიის პროდუქტის შესწავლა, მისი პრეზენტაცია მომხმარებელთან;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- მომხმარებლების მოთხოვნის განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
- კლიენტებისათვის სხვადასხვა შეთავაზებების, პრეზენტაციების მომზადება და შეხვედრების ორგანიზება;
- სატელეფონო კონსულტაციის გაწევა პოტენციური მომხმარებლებისთვის;
- მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
- პრობლემური საკითხების განხილვა და მათი მოგვარება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების ან სამშენებლო სექტორში, საცალო გაყიდვების მიმართულებით.
- გაყიდვების ტექნიკებისა და მოლაპარაკებების წარმოების ფლობა.
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - გაყიდვების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.