საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
- იმუშავებთ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების / მომსახურების შეთავაზება;
- სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
- გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
- არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სტუდენტი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განრიგი: სრული განრიგი, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ხელშეწყობა სწავლის კუთხით;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ₾-დან, დამატებით საკომისიო.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - გაყიდვების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.