ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ პრესის გამავრცელებელ და სადისტრიბუციო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კომპანიის კატეგორიის (ძირითადად კანცელარია, სათამაშოები, ჰიგიენური ქაღალდი) გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
· ახალი პოტენციური კლიენტების/ობიექტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
· პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება;
· რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება გაყიდვების, მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
· კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. excel, Ms. Word, Outlook) კარგად ცოდნა;
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; (განიხილება სრულიად დამწყვები კანდიდატიც).
უნარ-ჩვევები:
· სამუშაოს ანალიზის უნარი;
· მოლაპარაკების წარმოების უნარი;
· დროის მენეჯმენტის უნარი;
· გადაწყვეტილების მიღების უნარი;
· სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი).
პიროვნული მახასიათებლები:
· ორგანიზებული;
· პასუხისმგებლიანი;
· განვითარებაზე ორიენტირებული;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· კომუნიკაბელური.
დამატებითი დეტალები:
· სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი- პარასკევი 09:30-18:00,
· სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გოთუას ქ. #3.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 23 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - გაყიდვების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.