საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ HR სტაჟიორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- მორგებულ სამუშაო გრაფიკს (შესაძლებელია დისტანციურად მუშაობაც ან ფიზიკურად Axis Towers-ის ბიზნეს ცენტრში);
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომლების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- ახალი თანამშრომლის დაქირავების პროცესის ორგანიზება, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- დასაქმების ფორუმებსა და კანდიდატების მოზიდვის სხვადასხვა აქტივობების განსაზღვრა/მონაწილეობის მიღება;
- კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვა შესაბამის ბაზებში.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - HR სტაჟიორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.