საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ინგლისურენოვანი ბიზნესის განვითარების სტაჟირებაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომლებიც შეესაბამება კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს;
- ბაზრის კვლევის ჩატარება მიმდინარე ბაზრებზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების შესაძლებლობების გამოსავლენად;
- ახალი პროდუქტებისა თუ სერვისებისთვის სამიზნე კლიენტების სიის შექმნა და შენარჩუნება;
- საერთაშორისო პარტნიორების მოძება Linkedin-ის გამოყენებით;
- ყოველკვირეული რეპორტის წარმოება და წარდგენა;
- სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
- სააგენტოს არსებული პარტნიორების შესწავლა.
- ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და მსგავს სფეროში;
- სოციალური ქსელებში მუშაობის გამოცდილება;
- გამართულად წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაში.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00 ( შესვენება 1 საათი);
- სამუშაო განაკვეთი : სრული სამუშაო განაკვეთი 40 საათი კვირაში;
- ლოკაცია: გიორგი დანელიას, 17.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ინგლისურენოვანი ბიზნეს განვითარების სტაჟირება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.