ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ თიბისი დაზღვევაში სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
· მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
· სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
· გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
· საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
· გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
· არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
· გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
· სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
· სხარტი აზროვნების უნარი;
· სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
· პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
სამუშაო ტიპი - სტუდენტებზე მორგებული; ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სადაზღვევო აგენტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).