ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

სტაჟიორი, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულება
7 October 2021

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         შიდა და გარე ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებში აქტიური ჩართულობა;

·         ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ სტანდარტებთან მუშაობა;

·         ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნიკური კონტროლის მექანიზმებთან მუშაობა;

·         გუნდის მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებში;

·         IT და უსაფრთხოების აუდიტის პროექტებში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

·         განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიებში ან სხვა მონათესავე სფეროების მიმართულებით;

·         კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების საბაზისო ცოდნა;

·         ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);

·         სასურველია ინფორმაციული კონტროლის მექანიზმების საბაზისო პრინციპების ცოდნა;

·         ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

·         გუნდურად მუშაობის უნარი;

·         ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

·         დოკუმენტებთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

·         დეტალებზე ორიენტირებული;

·         თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;

·         პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი დეტალები:

·         სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე;

·         კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში;

·         სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;

·         დამატებითი ინფომაცია დასაქმებლის შესახებ იხილეთ აქ.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 7 ოქტომბრის  ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ - „სტაჟიორი - კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულება“.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111career@ug.edu.ge  ტელ: 255-22-22(*388).

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი