საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეტის ბუღალტერიის დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე.
ჩვენს სტაჟიორებს დავახვედრებთ:
- პრაქტიკულ გამოცდილებას ბუღალტერიის მიმართულებით
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- გამოცდილი გუნდისგან სწავლისა და ყოველდღიურ პროცესებში ჩართულობის შესაძლებლობას
- პროფესიული უნარების განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას
- რეალურ სამუშაო პროცესებთან მუშაობის გამოცდილებას
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
- საბანკო ოპერაციების დამუშავებასა და აღრიცხვაში მონაწილეობა;
- საბუღალტრო გატარებების მომზადებასა და წარმოებაში ჩართულობა;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
- დოკუმენტაციის ელექტრონულად და ფიზიკურად მოწესრიგება და დაარქივება;
- ყოველდღიურ საბუღალტრო პროცესებში ჩართულობა და მიმდინარე საკითხების მხარდაჭერა;
- უნივერსიტეტის დებულებებისა და შიდა რეგულაციების იმ ნაწილების შესწავლა, რომლებიც დაკავშირებულია საქმიანობასთან, და შესაბამისი მოთხოვნების სამუშაო პროცესებში გათვალისწინება;
- გუნდისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის მომზადებაში დახმარება;
- სხვა დეპარტამენტებთან/ოფისებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის გაცვლა;
- გუნდთან ერთად ყოველდღიური სამუშაო გამოწვევების გადაჭრის პროცესში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ბუღალტერიის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ზოგადი ცოდნა;
- Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო ცოდნა;
- ყურადღება დეტალების მიმართ და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დოკუმენტებთან მოწესრიგებულად მუშაობის უნარი;
- სწავლისა და განვითარების სურვილი;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
სტაჟირება ანაზღაურებადია
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 12 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ბუღალტერიის სტაჟიორი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.