ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიაში ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სტაჟიორი ჩართული იქნება ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის პროექტში და მას მოუწევს:
· ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში;
· ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან;
· სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel-ის პროგრამაში;
· სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
· სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
· სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
· სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო);
· სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა;
· MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
· SAP-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
· ტესტირება;
· გასაუბრება.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 19 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).