ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში ფინანსების მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება/რეპორტინგი;
· ბიუჯეტის დაგეგმვა;
· ფინანსური ოპერაციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
· კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება;
· რეპორტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
· ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
· რუსული ენის ცოდნა სასურველია;
· MS Office-ს ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· დროის მართვის უნარი;
· გადაწყვეტილების მიღების უნარი;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· მოლაპარაკების წარმოების უნარი.
პიროვნული თვისებები:
· მოტივირებული;
· ორგანიზებული;
· შრომისმოყვარე;
· პუნქტუალური;
· პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
· კომუნიკაბელურობა.
სამუშაო ტიპი - მოქნილი გრაფიკი, არაანაზღაურებადი.
სტაჟირების პერიოდი - 1-3 თვე.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად 2019 წლის 19 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება ფინანსების მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 115. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).