ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· შესრულებული სამუშაოს შეფასება;
· სტატიების წერა და გამოქვეყნება სხვადასხვა მედიასაშუალებების დახმარებით;
· პიარი;
· ჯგუფის წევრებს შორის მედიაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ჟურნალისტიკის მიმართულებით;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სასურველია(MS Office: Word, PowerPoint, Outlook).
უნარ-ჩვევები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· აკადემიური და მხატვრული წერის უნარი;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· დროის მართვის უნარი;
· სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
პიროვნული თვისებები:
· მოტივირებული;
· ორგანიზებული;
· შრომისმოყვარე;
· პუნქტუალური;
· პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
· კომუნიკაბელურობა.
სამუშაო ტიპი - მოქნილი გრაფიკი, არაანაზღაურებადი.
სტაჟირების პერიოდი - 1-3 თვე.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში - ჟურნალისტიკა.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 115. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).