ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში პროგრამირების მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება კომპიუტერული მეცნიერებათა მიმართულებით;
· კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
· კომპიუტერის ტექნიკური მხარეების ცოდნა;
· ოპერაციული სისტემების ცოდნა;
· პროგრამების ინსტალაციის ცოდნა;
· ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა.
უნარ-ჩვევები:
პიროვნული თვისებები:
სამუშაო ტიპი - მოქნილი გრაფიკი, არაანაზღაურებადი.
სტაჟირების პერიოდი - 1-3 თვე.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება პროგრამირების მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).