საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში ერთერთ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიაში, ანაზღაურებად სტაჟირებაზე ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტში.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.
სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
-
ფინანსური მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები);
-
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
-
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-
ანალიტიკური აზროვნება;
-
გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა