საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის განყოფილებაში.
ზოგადი პირობები:
-
სტაჟირების დაწყების სასურველი პერიოდი: ნოემბერი/დეკემბერი;
-
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე;
-
ხელზე ასაღები ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში: 500 ლ;
-
სამუშაო განრიგი: ინდივიდუალური, წინასწარ შეთანხმებული ლექციების და გამოცდების გათვალისწინებით
სტაჟიორი გაეცნობა და მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:
-
ყოველწლიურად, ასევე ყოველი ექვსი თვის ჭრილში მოგება-ზარალის უწყისის, ბალანსის, კაპიტალისა და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისების მომზადებაში ჩართულობა; საჭიროებისამებრ სხვა სახის ფინანსური რეპორტების აწყობა;
-
ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
-
დარიცხვების შემოწმება და ბუღალტრული ბაზების სისრულისა და გამართულობის კონტროლში ჩართულობა;
-
ჰოლდინგის მასშტაბით მიმდინარე ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზში ჩართულობა;
-
ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან ურთიერთობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
-
პროფესიული სიახლეების გაცნობა;
აუცილებელი მოთხოვნები:
-
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების მიმართულებით;
-
ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
-
MS Office (MS Excel - ძალიან კარგად ცოდნა);
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა