ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში სტაჟირებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· სოციალური არხებისთვის (Instagram, Tiktok, Facebook) კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
· სოციალურ ქსელებში პოსტების განთავსების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი;
· ფოტო-ვიდეო გადაღებებში ჩართულობა, იდეების გენერირება;
· დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობის მიღება;
· დიზაინერებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
· საჭიროების შემთხვევაში აუთსორს კომპანიებთან პროექტული თანამშრომლობა.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ბიზნესი/მარკეტინგის მიმართულებით;
· სოციალური მედია პლატფორმების ტექნიკური (ალგორითმების) ცოდნა დამწყების დონეზე;
· გამართული წერის და კომუნიკაციის უნარი;
· კრეატიულობა და ორგანიზებული;
· ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
დამატებითი დეტალები:
· სტაჟირების ხანგრძლივობა - 2 თვე;
· სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსაშვილის 11;
· სამუშაო განაკვეთი: არასრული;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლე აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში სოციალური მედიის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.