ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში IT პროექტის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· IT პროექტების დაგეგმვა და პროექტის მართვის სტრატეგიის დასახვა;
· პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების და ვადების გაწერა;
· სამუშაო ჯგუფთან დეტალური კომუნიკაცია და შესრულების კონტროლი;
· დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობა და პროექტის სტატუსის შესახებ მუდმივი კომუნიკაცია;
· აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე ბიზნეს მოთხოვნების და კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· სასურველია IT პროექტების მართვის სტანდარტების ცოდნა;
· ინგლისური ენის ცოდნა;
· MS Office პროგრამების ცოდნა სრულყოფილად;
· Jira–სთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
· ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
· ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· გუნდური მუშაობის და გუნდის მართვის უნარი;
· სამუშაოს ვადის განსაზღვრის და მისი ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - IT პროექტის უმცროსი მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).