საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ იურისტის სტაჟირებაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
- სისხლის სამართლის საქმეების წარმოება;
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა კლიენტებისთვის;
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- სასამართლო პროსესებზე წარმომადგნელობა;
- მორიგებული საქმეების მართვა;
- სააღსრულებო ბიუროსთან კომუნიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი (ასევე ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსზე მყოფი) სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა
- სისხლის სამართლის ცოდნა (სასურველია) ;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა უცხო ენა: ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) (უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი ენების ცოდნა) ;
- მაღალი აკადემიური მოსწრება უნივერსიტეტში.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ორგანიზებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- განვითარებისკენ სწრაფვა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: შერჩეულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს ფასიან 3 თვიან სტაჟირებას. საბოლოოდ შერჩეულ კადრებს დაენიშნებათ, ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა, რომელიც განისაზღვრება პროექტის სირთულის მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (სასურველია გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილიც, ,,რატომ ავირჩიე ჩემი პროფესია“) შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - იურისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.