ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიაშო იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
· მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
· მოწოდებული ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივ ანალიზი;
· მიღება-ჩაბარების, შეთანხმების აქტების, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აქტების მომზადება;
· კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებსა და საპასუხო წერილის პროექტის მომზადება;
· სამართლებრივი დავის არსებობისას ორგანიზაციის ინტერესების სასამართლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების წინაშე წარმოდგენა;
· ორგანიზაციის ინტერესების დაცვის მიზნით მინდობილობების, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური აქტების მომზადება;
· იურიდიული დოკუმენტაციის დახარისხება და რეგისტრაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
· იურიდიული განათლება;
· კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამოცდილება;
· სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
· საოფისე პროგრამების ცოდნა;
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· ანალიტიკური აზროვნება;
· გუნდური მუშაობის უნარი.
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 2 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - იურისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge, ტელ: 255-22-22.