ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში ჟურნალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· სტატიების მომზადება ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებზე;
· ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში ვებინახერბზე, კონფერენციებზე და შეხვედრებზე დასწრება;
· ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში არსებული მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში ყოფნა.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
· კარგი ანალიტიკური უნარები;
· ტექნიკური აზროვნება, მარტივი არითმეტიკული მოქმედებების ცოდნა (სასურველია);
· ზოგადი მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში ყოფნა;
· კომუნიკაბელური;
· კარგი მეტყველების უნარი;
· გრამატიკულად და შინაარსობრივად გამართული წერის უნარი;
· გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
· სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობა სამუშაო განრიგთან დაკავშირებით);
· მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო;
· კონკურენტული ანაზღაურება;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 20 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ჟურნალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.