საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ სადაზღვევო საბროკერო კომპანიაში კორპორატიული ჯანმრთელობისა და არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
-
ახალი კორპორატიული პარტნიორების მოძიება და საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
-
კორპორატიული კლიენტების საჭიროებებისა და ბიზნესრისკების შეფასება;
-
სადაზღვევო შეთავაზებების მომზადება, პირობების შედარება და შეთავაზების პროცესის მართვა;
-
მზღვეველებთან და კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
-
ჯანმრთელობისა და არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით კონსულტირება და შესაბამისი სადაზღვევო გადაწყვეტილებების შეთავაზება;
-
პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება, არსებული კლიენტების მომსახურება, პოლისების განახლება და სადაზღვევო პორტფელის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
ბიზნესის, ჯანდაცვის ან სამედიცინო მიმართულებით შესაბამისი პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლა;
-
კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
-
ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნაც;
-
პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა