ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში მონაცემთა ბაზების უმცროსი ადმინისტრატორი პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
· უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
· სასურველია 1-წლიანი გამოცდილება ბაზების ადმინისტრირების პოზიციაზე;
· RDBMS ტიპის ბაზების ოპერირების და ადმინისტრირების უნარი;
· XML მონაცემთა სისტემების მართვის პრინციპები;
· No-SQL ბაზების აგებულების და მუშაობის საფუძვლები;
· Lnix სისტემების მუშაობის და ადმინისტრირების საფუძვლები;
· მონაცემთა დამუშავებისა და მანიპულირების მთავარი მეთოდოლოგიებისა და ენების ცოდნა;
· მონაცემთა ბაზების დიზაინისა და აგების პრინციპების ცოდნა;
· სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა;
· აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
უნარები:
· ანალიტიკური აზროვნება;
· სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
· მნიშვნელოვანია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
დამატებითი დეტალები:
· სამუშაო გრაფიკი - სრული, სტუდენტებზე მორგებული;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახენ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - მონაცემთა ბაზების უმცროსი ადმინისტრატორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).