საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ბანკში, ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-
ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;
-
მომხმარებელთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებსა და ვარიანტებზე;
-
ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით;
-
პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა;
-
გუნდის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე ზრუნვა და გაზიარება.
კომპანია გთავაზობთ:
-
სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს+ ყოველთვიურ ბონუსს(გამომუშავებით);
-
2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
-
მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;
-
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(სასურველია ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით).
-
სამუშაო გამოცდილება: სასურველია საკრედიტო აქტივების მართვის, მომსახურების და/ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
-
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
-
ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
-
შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;
-
ინგლისურისა და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა