ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიაში უმცროსი დეველოპერის სტაჟირებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· რობოტიზაციის გადაწყვეტილებების შექმნა და მხარდაჭერა (RPA, UiPath);
· პროცესების ანალიზი Process mining ინსტრუმენტების გამოყენებით და ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობა;
· სხვადასხვა პროგრამული პლატფორმის „Event Log“ -ების დამუშავება და ფორმატირება;
· პროცესების რობოტიზაციის ამოცანების გადაჭრა RPA ინსტრუმენტების გამოყენებით.
კომპანიაში ცოდნის მიღება და განვითარება
· Robotic Process Automation (RPA) ინსტრუმენტების და პროგრამული გადაწყვეტილებების ათვისება;
· Process mining ინსტრუმენტების და პროგრამული გადაწყვეტილებების ათვისება;
· ბიზნეს-პროცესების აგების და ავტომატიზაციის ათვისება;
· პროცესების მოდელირების სწავლა;
· Python, VBA, VBS, vb.net, SQL პროგრამირების ენების სწავლა.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
· C# ან .Net პროგრამირების ცოდნა;
· SQL მოთხოვნების შექმნის ცოდნა;
· ალგორითმების აგების ტექნიკის ცოდნა;
· ტექნიკური და ბიზნეს ინგლისურის საფუძვლიანი ცოდნა;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი დეტალები:
· სტაჯირების ხანგრძლივობა - 3 თვე;
· კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში;
· სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;
· ანაზღაურებადი;
· ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
o I ტესტირება;
o II გასაუბრება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 12 ნომებრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - „სტაჟიორი - უმცროსი დეველოპერი“.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).