ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ჯუნიორ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
თუ თვლი, რომ მარკეტინგი შენი სფეროა და გინდა მონაწილეობა მიიღო თავის მოვლის საერთაშორისო წამყვანი ბრენდებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშავებაში;
თუ გსურს შეუერთდე მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდე, მაშინ ჩვენ შენ გელოდებით.
ძირითადი მოვალეობები:
· ინფლუენსერ მარკეტინგი;
· სარეკლამო გადაღებების ორგანიზება;
· ღონისძიებების დაგეგმვა;
· სოციალურ მედიაში აქტივობების განხორციელება;
· მარკეტინგული მასალების გამზადება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად, მაგ: ვობლერები, სტენდები, ბანერები;
· მარკეტინგული რეპორტების წარმოება;
· წამყვან კომპანიებთან ერთად კამპანიებისა და პროექტების წარმოება;
· სხვა ყოველდღიური აქტივობები.
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახენ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 11 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ჯუნიორ მარკეტინგის მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.