ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში უმცროსი .Net დეველოპერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ფეიბოქსის სოფტის მხარდაჭერა;
· ბაგების გასწორება და ახალი ფუნქციონალების დამატება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· OOP ცოდნა;
· C# მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· Java-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
· ლოგიკური აზროვნება;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· სისხარტე;
· როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· ორგანიზებულობა.
სამუშაო ტიპი - სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი; ანაზღაურებადი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი .Net დეველოპერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).