ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიაში პროცესების უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· პროცესების აღწერის პროცესში მონაწილეობა/ინტერვიუს ჩატარება/ “Work Flow” აწყობა;
· პროცესების ანალიზის პროცესში მონაწილეობა;
· პრეზენტაციის მომზადება/ჩატარება;
· პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება;
· საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ტექნოლოგიების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
· სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
· MS Excel, MS PowerPoint ცოდნა;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
· მოლაპარაკების წარმოების უნარი;
· პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
· პასუხისმგებლობის გრძნობა.
შერჩევის ეტაპები:
· ტესტირება
· გასაუბრება
სამუშაო ტიპი - სრული განაკვეთი, ანაზღაურებადი.
ხანგრძლივობა - 6 თვე. სტაჟირების პროგრამას წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორი დასაქმდება პროცესების უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟიორი - პროცესების უმცროსი ანალიტიკოსი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).