ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამათავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციაში პროდუქტებისა და პორტფელის უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების ანალიზი;
· ანალიზის შედეგების ვიზუალიზაცია, წარდგენა;
· ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ინიცირება;
· შიდა და გარე წყაროებთან კომუნიკაცია;
· ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
· ქსელის ბონუსების დათვლა და ანალიტიკა;
· განყოფილების ხელმძღვანელის მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ფინანსების მიმართულებით;
· მმართველობითი ფინანსების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· ქართულ და ინგლისურ ენაზე ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
· ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა, MS SQL-ის ცოდნა სასურველია;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი დეტალები:
· სამუშაო ადგილი: თბილისი;
· განაკვეთი: სრული
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლე აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - პროდუქტებისა და პორტფელის უმცროსი ანალიტიკოსი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.