ვაკანსია: კომუნიკაციების მენეჯერი
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
საქართველოს უნივერსიტეტის Start Up Factory აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენი ხედვა:
სტარტაპ ფექთორიში გვჯერა, რომ სტუდენტებს სუპერძალები გაქვთ და თანმიმდევრული მუშაობით ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ, რასაც მიზნად დაისახავთ და დროს დაუთმობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო,
სადაც ადამიანები:
- აღმოაჩენენ საკუთარ თავსა და ტალანტებს
- აღმოაჩენენ ერთმანეთს და შეძლებენ ერთად მუშაობას
- მუდმივად იმუშავებენ საკუთარი თავისა და ერთმანეთის გაუმჯობესებაზე
- განვითარდებიან, მიიღებენ და გააზიარებენ ცოდნასა და უნარებს
- მიაღწევენ და გააზიარებენ წარმატებებს
ვის ვეძებთ:
შემოქმედებით და ორგანიზებულ ადამიანს, რომლის მთავარი საზრუნავიც იქნება სტარტაპ ფექთორის კომუნიკაციის განვითარება.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, კვირაში 20 საათი
- ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა (3 თვე) – 450-500₾, შემდგომ – 700-800₾
- ლოკაცია: თბილისი, საქართველოს უნივერსიტეტი
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, LinkedIn) ადმინისტრირება
- პოსტების დაგეგმვა, მომზადება, განთავსება და მონიტორინგი
- სოციალური მედიის ტექსტების (ქოფირაითინგის) შექმნა
- მომხმარებელთა კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა
- Ads Manager-ის საშუალო დონეზე ფლობა და გამოყენება
- სარეკლამო კამპანიების ანალიტიკა და რეპორტინგი
ძირითადი მოთხოვნები:
- სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა (Facebook, Instagram, YouTube, TikTok, LinkedIn)
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა
- დროის ეფექტური მართვის უნარი
- კრიტიკული აზროვნების უნარი
- მეწარმეობისა და ბიზნესის თემატიკით დაინტერესება
რას გთავაზობთ:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი
- მენტორობა და მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში
- პროფესიული ზრდისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობა
- საინტერესო და გამოწვევებით სავსე გარემო
- მეგობრული და მოტივირებული გუნდი
- სასწავლო და სხვა პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა
აპლიკაციის პროცესი:
თუ თვლი, რომ ფლობ საჭირო უნარებს და გაქვს სურვილი, გამოაგზავნე:
- CV
- 250-500 სიტყვიანი წერილი – რა იქნება ამ პოზიციის მთავარი გამოწვევა და როგორ გაუმკლავდები მას?
- მოკლე ვიდეო – შენი ხედვა სტარტაპ ფექთორის კომუნიკაციის სტრატეგიაზე
რეზიუმეების მიღების ვადა: 19 მარტი, 2025
გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: p.chkoidze@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ – კომუნიკაციების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: m.urtashvili@ug.edu.ge
Tel: +995 577 533 327
გისურვებთ წარმატებას !