საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა, საზაფხულო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, განაცხადი გააკეთონ კომუნიკაციებისა და PR მენეჯმენტის სტაჟიორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მედიისა და ვებ-კონტენტის შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი (მათ შორის პლაკატები, სქემები, გრაფიკები და ა.შ.);
- PR მასალების შექმნისა და შესრულებაში მხარდაჭერა, მათ შორის საინფორმაციო ბიულეტენი და სხვა სარეკლამო მასალები;
- შესწავლა, შედგენა და დაარედაქტირება ძირითადი ინფორმაციის, რომელიც გამოყენებული იქნება საკომუნიკაციო მასალების მომზადებასა და წარმოებაში, დამზადება შესაძლებელია საჭირო იყოს შემჭიდროვებულ ვადებში;
- დახმარება ელფოსტის მომზადებაში სხვადასხვა მხარეებს შორის;
- სამთავრობო უწყებებთან, აკადემიურ წრეებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დახმარება (როგორც ვირტუალურად, ისე პირადად);
- ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება (კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, რეგიონული/ეროვნული შეხვედრები და ა.შ.).
ძირითადი მოთხოვნები:
- ხართ საბაკალავრო საფეხურის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი; კურსდამთავრებული ან ხართ სამაგისტრო პროგრამაზე სოციალურ მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან სხვა შესაბამისი პროგრამის მიმართულებით;
- კარგათ ფლობთ ქართულ და ინგლისურ ენებს;
- სასურველი გქონდეთ კომუნიკაციის, კონტენტის განვითარებისა და სოციალური მედიის ურთიერთობში გამოცდილება;
- სასურველია იცნობდეთ სოციალური მედიის პლატფორმებს და იცოდეთ გრაფიკული დიზაინისა და ფოტოს რედაქტირების პროგრამები;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
- შეგიძლიათ მუშაობა მულტიკულტურულ გარემოში და იცით კავკასიის რეგიონის პოლიტიკური სენსიტიურობის შესახებ.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- გაქვთ წერის და რედაქტირების ძლიერი უნარები;
- მაღალი დონის ორგანიზებულობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებული;
- შეგიძლიათ მრავალპროფილიანი და სტრესულ გარემოში სწრაფად და მშვიდად მუშაობა;
- ხართ ეფექტური, ადაპტირებადი, პასუხისმგებელის გრძნობის მქონე და თვითმოტივირებული.
სამუშაო პირობები:
- სტაჟირების ხანგრძლივობა - სამიდან ექვს თვემდე, ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით. თითოეული კონკრეტული სტაჟირების ხანგრძლივობა პირადად იქნება შეთანხმებული თითოეულ სტაჟიორთან.
- ადგიმდებარეობა თბილისი;
- ნახევარ განაკვეთზე: კვირაში 20-30 საათი;
- სტაჟიორებს არ არის ანაზღაურებადი, თუმცა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების საფუძველზე გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფინანსური მხარდაჭერაც;
- სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 20 აპრილი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - კომუნიკაციებისა და PR მენეჯმენტის სტაჟიორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.