საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ კონსულტანტ - ოპერატორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- ეტაპობრივად გამრავალფეროვნებას შესასრულებელი სამუშაოების;
- თქვენ მიერ შემოთავაზებული, საინტერესო იდეების განხილვას გუნდში;
- კორპორატიულ დაზღვევას 6 თვის შემდეგ;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- მეცამეტე ხელფასი.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტის შესახებ მომხმარებლის დეტალური ინფორმირება;
- კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის რეალიზაცია და ეფექტური მომსახურება;
- გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ფლობა სალაპაკო დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა - თბილისი;
- ვაკანტური ადგილი - სამი;
- სრული სამუშაო განაკვეთი - ფიქსირებული 850 ლარი + ბონუსი. 3 თვის შემდეგ ფიქსირებული 900 ლარი, 6 თვის შემდეგ ფიქსირებული 950 ლარი +
- ბონუსები. საშუალო ანაზღაურება თვეში 1200-1300 ლარი. თვეში 6 დასვენების დღე, 6 თვის მუშაობის შემდეგ თვეში 7 დასვენების დღე.
- არასრული სამუშაო განაკვეთი - ფიქსირებული 620 ლარი + ბონუსი. საშუალო ანაზღაურება თვეში 800-900 ლარი. თვეში საშუალოდ 12 დასვენების დღე.
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ვიტრას კონსულტანტ-ოპერატორი
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.