საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ კონსულტანტ - ოპერატორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქტის შესახებ მომხმარებლის დეტალური ინფორმირება;
- გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
- პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა და გაყიდვის შემდგომი მომსახურების გაწევა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ფლობა სალაპაკო დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- პრეზენტაბელური;
- გაყიდვებში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო განაკვეთი - ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი. საშუალო ანაზღაურება თვეში 850-950 ლარი. თვეში 6 დასვენების დღე;
- სამუშაო დრო 10-დან 7-მდე;
- განიხილება 2 კადრის აყვანა
- არასრულ განაკვეთზე სტუდენტებისთვის ხელშეწყობის მიზნით.
- არასრული განაკვეთზე- ფიქსირებული 600 ლარი+ ბონუსი. საშუალო ანაზღაურება თვეში 650-700 ლარი. თვეში 12 დასვენების დღე. სამუშაო დრო 10-დან 7-მდე
- მისამართი - ბელიაშვილის N 142
- 6 თვის სტაჟის შემდეგ თვეში 7 დასვენების დღე და კორპორატიული დაზღვევა
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - მერლონსის კონსულტანტ-ოპერატორი
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.