საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ლიზინგის ადმინისტრაციული მენეჯერის ანაზღაურებად სტაჟირებაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- შესაძლებლობას, დასაქმდეთ სს თიბისი ლიზინგში სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მინდობილობების გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- ლიზინგის მენეჯერის მოთხოვნის შესაბამისად, მომხმარებლისთვის გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
- მომხმარებლისთვის წერილების და ცნობების მომზადება/გაცემა;
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად დოკუმენტაციის გაგზავნა (გრაფიკები და ხელშეკრულებები);
- ხელშეკრულებების, გრაფიკების ცვლილება/განახლება;
- პროცესების მართვასა და გაუმჯობესებაში ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- Microsoft office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- მდებარეობა: თბილისი;
- სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი);
- სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი).
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ლიზინგის ადმინისტრაციული მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.