ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ლოკაციის სკაუტი

29 October 2026
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ პროდაქშენ-კომპანიაში ლოკაციის სკაუტის პოზიციაზე. 
 
როლის აღწერა:
კომპანია ეძებს ლოკაციის სკაუტს - ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი და მრავალფეროვანი ლოკაციების მოძიებასა და დოკუმენტირებაზე, რომელიც გადაღების ხასიათსა და ვიზუალურ ამოცანებზე იქნება მორგებული. ლოკაციების შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შეფასებაზე, საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და ორგანიზებაზე, შერჩეული ლოკაციის გადაღებისთვის მომზადების კოორდინაციაზე.
სამუშაო მოვალეობები:
  • ლოკაციების მოძიება, დეტალური დოკუმენტირება და ბაზაში შეყვანა (ფოტო, ვიდეო, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა საჭირო მონაცემები);
  • ლოკაციების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ფინანსურ საკითხებზე მოლაპარაკება;
  • გადაღებისთვის საჭირო ნებართვების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი წერილების მომზადება;
  • ვიდეოწარმოების პროცესში ჩართულ სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია და ინფორმაციის დროული გაცვლა;
  • პროექტის ფარგლებში ლოკაციის გადაღებისთვის მომზადების პროცესში ჩართულობა.
 
პრაქტიკული უნარები:
  • სივრცისა და კომპოზიციის კარგი აღქმა (ტელეფონით ან ფოტოაპარატით ლოკაციების დასურათებისთვის);
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარები:
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • სწრაფად მოაზროვნე და ინიციატივიანი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში მობილიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური და სოციალური.
სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: პროექტების მიხედვით (მოქნილი — ლოკაციების მოძიებისას, შედარებით დატვირთული — გადაღებების პერიოდში);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • გადაადგილებისას სატრანსპორტო ხარჯებს (საწვავი/ტრანსპორტირება) სრულად ანაზღაურებს კომპანია.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი