ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში ლოჯისტიკისა და სამეურნეო მენეჯერის პოზიციაზე.
დეტალები დამსაქმებლის შესახებ:
კომპანია “BDO HR & Payroll”, ადამიანური რესურსებისა და ხელფასის ადმინისტრირების მომსახურების მიმწოდებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და სამეურნეო მენეჯერის პოზიციაზე კომპანია Twins Wine House-თვის.
ძირითადი მოვალეობები:
· კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად წარმართვა;
· კომპანიისთვის ავეჯის, ინვენტარის და სხვა საჭირო მასალების ოპტიმალურ ფასში მოძიება, შესყიდვა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
· მიმდინარე შეკვეთების კონტროლი;
· სამუშაოსთან დაკავშირებუბლ რთულ არასტანდარტულ შემთხვევებზე დროული რეაგირება და აღმოფხვრა;
· სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და მასალების აღრიცხვა - შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
· სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების, სანიტარული ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;
· საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
· სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
· ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
· სასურველია რუსული ენის ცოდნა;
· MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
· პუნქტუალურობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 19:00.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 8 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ლოჯისტიკისა და სამეურნეო მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.