ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო);
· ბრენდ მენეჯერებთან კოორდინაციით უცხოეთში პროდუქციის დატვირთვის დაორგანიზება როგორც მთლიანი, მათ შორის გრუპაჟული ტვირთების;
· იმპორტის დოკუმენტების წინასწარ მოთხოვნა და მიღება, მიღებული დოკუმენტების ბროკერთან წინასწარ გადამოწმება;
· პროდუქციის და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა;
· საბაჟო პროცედურების კონტროლი;
· ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან.
ძირითადი მოთხოვნები:
· ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
· ლოჯისტიკის სფეროში 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საერთაშორისო ლოგისტიკურ პროცესების მართვაში მინიმუმ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
· საოფისე პროგრამების ცოდნა;
· გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე;
· სამუშაო გრაფიკი: სრული;
· ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ლოგისტიკის მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.