ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში ლოგისტიკის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· სასაწყობე ოპერაციების მართვა;
· პროგრამაში არსებული შეკვეთების სისწორის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების კორექტირება;
· შეკვეთების მარშუტირება;
· პროგრამაში სასაწყობე მარაგების კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
· სასურველია პროგრამა აქსელოტში მუშაობის გამოცდილება;
· რუსული ენის ცოდნა;
· Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
· მათემატიკური უნარები.
დამატებითი მოთხოვნები:
· დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· პასუხისმგებლიანი;
· პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
· ადგილმდებარეობა - თბილისი;
· სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00სთ-18:00სთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ლოგისტიკის ოპერატორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.