ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

მარკეტერი-BDO Georgia

15 October 2025

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის


ვაკანსიის დასახელება: მარკეტერი

კომპანია: BDO Georgia

განყოფილება: ბრენდისა და მარკეტინგის დეპარტამენტი

ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის ქ. №2, ვერე ბიზნეს ცენტრი

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00 (შესვენება: 13:00–14:00)


კომპანიის შესახებ

BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებასა და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
250-ზე მეტი პროფესიონალითა და 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზე წარმოდგენილი გლობალური ქსელის მხარდაჭერით, BDO Georgia ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს უმსხვილეს აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებს შორის.


პოზიციის შესახებ

მარკეტერის პოზიციაზე დასაქმებული პირი იქნება პასუხისმგებელი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაზე, განხორციელებასა და BDO Academy-ს განათლების პროდუქტების კომუნიკაციაზე, BDO-ს ბრენდის ტონისა და სტილის დაცვით.
პოზიცია მოიცავს თანამშრომლობას ცენტრალურ მარკეტინგის გუნდთან, ტრენერებთან და სხვადასხვა სერვის ხაზის წარმომადგენლებთან, რათა განხორციელდეს ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციები, რომლებიც გააძლიერებს BDO Academy-ს პოზიციონირებას როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.


ფუნქციები და მოვალეობები:

  • BDO Academy-ს სასწავლო პროგრამებისა და ღონისძიებებისთვის ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება;

  • კამპანიების შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და ჩართულობისა და ეფექტურობის შესახებ ანგარიშების მომზადება;

  • მარკეტინგული პროექტების გრაფიკისა და კომუნიკაციის კოორდინაცია შიდა გუნდებსა და გარე პარტნიორებს შორის;

  • ქონთენთის შემუშავების სრული ციკლის მართვა ციფრული არხებისა და სარეკლამო მასალებისთვის;

  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა Meta-სა და Google Ads-ზე;

  • BDO-ს გლობალური ბრენდის სახელმძღვანელოსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;

  • მსგავს პოზიციაზე 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესად ფორმალური/არაფორმალური განათლების, ტრენინგების ან პროფესიული სერვისების სექტორში);

  • სავალდებულო გამოცდილება Meta-სა და Google-ის სარეკლამო კამპანიების მართვაში;

  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების (IMC) პრინციპების ცოდნა;

  • ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა (Meta Business Suite, Google Ads, Mailchimp, Canva და სხვ.);

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია).


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ორგანიზებულობა და გუნდურად მუშაობის უნარი;

  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

  • პროექტების მართვის უნარი;

  • კრეატიულობა და ინოვაციური აზროვნება.


დამატებითი ინფორმაცია:

აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: მარკეტერი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 24 ოქტომბერი.

კომპანია გმობს და ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას შერჩევის, დასაქმების ან შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.


დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი