ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ბაზრის კვლევა და ანალიზი;
· ინფორმაციის მოძიება ახალ პროდუქტებზე, კლიენტებსა და სატენდერო შესაძლებლობებზე;
· საპრეზენტაციო მასალების, ბროშურებისა და მიზნობრივი პუბლიკაციების მომზადება;
· ქართული/ინგლისური/რუსული დოკუმენტების გადათარგმნა (არასავალდებულო);
· ყოველთვიური/კვარტალული მარკეტინგული გეგმის განხორციელება;
· მარეკტინგული კაპანიების განხორციელება (მათ შორის სოციალური მედიის კაპანიები);
· კრეატიული მარკეტინგული იდეების გენერირება;
· მარკეტინგული გეგმით გასაზღვრული ინდივიდუალური დავალებებისა და ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
· ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
· განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტირების, კომუნიკაციებისა ან მსგავსი მიმართულებებით. განათლება ინჟინერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
· B2B მაკეტინგის ან ენერგეტიკის, სამშენებლო, საინჟინრო, სამრეწველო სფეროში სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება;
· ტრადიციული და ციფრული მარკეტინგისა და კვლევის მეთოდების (SEO/სოციალური მედია) ცოდნა;
· კომუნიკაციისა და წერის განსაკუთრებული უნარები.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ლინკზე - https://goo.gl/forms/SIW2PuCl925mZeu33 და ატვითეთ CV ინგლისურ ენაზე 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).