ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
· ლოილატეს და მისი ქვებრენდების მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა, განხორცილება და მონიტორინგი;
· ბაზრის მარკეტინგული კვლევა და ანალიზი;
· მომხმარებლის სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა;
· ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და აღსრულების კოორდინირება;
· მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განვითარება;
· დისტანციური საკომუნიკაციო არხების განვითარება, მართვა და კონტროლი, მათ შორის იმეილ მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი და ა.შ;
· სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა, პროცესის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
· რეპორტინგი მენეჯმენტთან.
ძირითადი მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან/და სხვა მონათესავე პროფესიის მიმართულებებით;
· აუცილებელია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ანალიტიკური აზროვნება;
· გამართული კომუნიკაციის უნარი;
· კრეატიული, შემოქმედებითი წერის უნარი.
სამუშაო პირობები:
· ანაზღაურება - განიხილება ინდივიდუალურად;
· გამოსაცდელი ვადა - 3 თვე;
· სამუშაო ხანგრძლივობა: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
· ადგილმდებარეობა - თბილისი.
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - მარკეტინგის მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.