საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე დეველოპერულ კომპანია შპს „რადიუს“-ში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების გეგმის აღსრულება;
- მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და კოორდინირება;
- ახალი პროდუქტების მოფიქრება, დანერგვა, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
- პრეზენტაციების, ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების და კომერციული წინადადებების მომზადება;
- სოციალური მედია არხებისთვის ყოველთვიური ქონთენთის შინაარსის განსაზღვრა და დავალების გაწერა (Brief); აღსრულების ხარისხის კონტროლი;
- სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბებთან ურთიერთობა;
- გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- კონკურენტებისა და ბაზრის შესახებ კვლევების წარმოება;
- კომპანიის ვებ-გვერდის ადმინისტრირება;
- სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და აღსრულება;
- კამპანიების შედეგების რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქართული, ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
- ისტორიების თხრობის (storytelling) და შემოქმედებითი წერის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლიანობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შემოქმედებითობა და ინიციატივობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გუნდის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ლოკაცია: ბელიაშვილი (მშენებლობასთან ახლოს)
- სამუშაო საათები: 10:00-19:00.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - მარკეტინგის მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.